geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ტალანტების მოზიდვის ასისტენტის პოზიციაზე.

 

ტალანტების მოზიდვის ასისტენტის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ტალანტების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
  • ტალანტების მოზიდვის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა, დაგეგმვის პროცესში მხარდაჭერა;
  • არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
  • კანდიდატების მონაცემების დამუშავება და ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენა;
  • არსებული ბაზების დამუშავება და დახარისხება;

 

ტალანტების მოზიდვის ასისტენტის სასურველი პროფაილი:

 

ვეძებთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ, ღია და უშუალო კანდიდატს, რომელიც ორიენტირებულია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე.

 

•           აქვს პერსონალის შერჩევის/ტალანტების მოზიდვის მიმართულებით მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება,

უპირატესობა მიენიჭებათ მასობრივი პოზიციების შერჩევის პროცესში გამოცდილ კანდიდატებს;

•          მოტივირებულია და აქვს მზაობა აქტიურად ჩაერთოს ტალანტების მოზიდვის, შერჩევის პროცესში

•           შეუძლია რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება და მართვა;

•           აქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);

•           აფასებს კონფიდენციალობის დაცვას.

 

გელოდებით, მოგვიყევი შენზე!

 

გამოხმაურებას ველოდებით 22 ნოემბრამდე. წარმატებები!

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული 

https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/talantebis-mozidvis-asistenti-tbilisi-6XAr2W